თეგებით ძიება

პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც კატეგორიულად გმობს ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ თბილისში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის მსახველი ვიდეომასალის საჯარო გავრცელების ფაქტს.

"მსგავსი შინაარსის მასალის გავრცელება არ ემსახურება საჯარო ინტერესს, რადგან ამგვარი ქმედება წარმოადგენს ძალადობის წახალისებას, არღვევს დაზარალებულთა უფლებებს და ამავე დროს, აზიანებს გამოძიების ინტერესებს.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ხასიათის და შინაარსის მასალის გავრცელებისა და ტირაჟირებისგან.
საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის და დაკავების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა