თეგებით ძიება

ნიკა გვარამია და მიშა მშვილდაძე პროკურატურაში დაიბარეს

სუს-ის სკანდალური ფაილების საქმეზე მედიის წარმომადგენელთა გამოკითხვები დღესაც გაგრძელდება. დღეს პროკურატურაში "მთავარი არხიდან" ნიკა გვარამია, "ფორმულადან" კი მიშა მშვილდაძე არიან დაბარებული.

"პროკურატურაში ვარ დაბარებული. რომ ვიფიქრე, რასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, "ტვ პირველზე" ჩართვა მქონდა, მდინარაძის საეჭვო ბრიფინგის შემდეგ, სადაც მდინარაძემ გამოაცხადა, რომ იგეგმება რაღაც საეჭვო კადრების გავრცელება, რომელსაც თითქოს, ოპოზიცია და მათთან აფილირებული მედია ვაპირებთ.ეს კადრები თუ გავრცელდა იქნება ხელისუფლების გაკეთებული, რადგან ხელისუფლებამ დაანონსა ეს", - ამბობს მიშა მშვილდაძე.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა.
დოკუმენტებში პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა