რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში კორონავირუსზე
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 19 148-მა ადამიანმა გაიკეთა.
სულ ქვეყანაში 1 610 309 აცრა გაკეთდა.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 56 ადამიანი.