კრისტალმა ჰოლანდიის განვითარების ბანკისგან 10 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალისა და ჰოლანდიის განვითარების ბანკის (FMO) პარტნიორობა კვლავ აქტიურად გრძელდება. ამჯერად ჰოლანდიურმა ბანკმა კრისტალს 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ახალი საკრედიტო რესურსი გამოუყო, რომელიც საქართველოს მასშტაბით მცირე და საშუალო კომპანიების, მიკრო მეწარმეების, ქალების, ახალგაზრდებისა და ფერმერების ინოვაციური ფინანსური სერვისებით მხარდაჭერას მოხმარდება.
COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე ახალი სასესხო ხელშეკრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიებს შორის მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას, რომელსაც საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა. FMO-ს საკრედიტო რესურსი ხელს შეუწყობს კრისტალის მიერ ფინანსური მომსახურების გაწევას, მწვანე დაფინანსების გაძლიერებასა და ქვეყნის მასშტაბით COVID-19–ით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას.
არამდგრადი ეკონომიკის პირობებში მიკროსაფინანსო ინსტიტუტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ. შესაბამისად, FMO-ს მიერ გამოყოფილი ინვესტიცია კრისტალის, როგორც საქართველოში წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის როლის კიდევ ერთი აღიარებაა, რაც დაფინანსების გზით მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. გარიგება ასევე გამოხატავს საერთაშორისო პარტნიორების ურყევ ნებას, არასტაბილური ეკონომიკის პირობებშიც კი მხარი დაუჭირონ მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებას.
FMO–ს ფინანსური ინსტიტუტების დირექტორი მარნიქს მონსფორტი: „მოხარულები ვართ, რომ კრისტალთან ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდა. რადგან კრისტალის საქმიანობა უმეტესად რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესების, ასევე მიკრომეწარმეების მხარდაჭერისკენაა მიმართული. მას შეუძლია, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ფინანსური ინკლუზიის ხელშეწყობასა და უთანასწორობის შემცირებაში. ეს კი FMO–ს სტრატეგიის ორ მნიშვნელოვან ამოცანას პასუხობს“.
როგორც კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია აღნიშნავს: „ისეთი სოლიდური რეპუტაციის მქონე ინვესტორთან პარტნიორობის გაღრმავება, როგორიც FMO-ა, შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი პროდუქტები და საკუთარი წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებაში. მიღებული ინვესტიცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მიკრო საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო ფერმერებისთვის საბრუნავი კაპიტალისა და აქტივების დაფინანსებაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი მძიმე კრიზისის შემდგომ რეაბილიტაციას გადიან.“
კრისტალის შესახებ: კრისტალი საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც მართავს 362 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს, დასაქმებული ჰყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50 ფილიალით და ემსახურება 120,000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით. კრისტალი, როგორც ეკონომიკური განვითარების პლატფორმა, მიკრო და მცირე
მეწარმეებსა და ფერმერებს მათზე მორგებულ ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს. კრისტალი პირველი არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციაა რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო