"როდის იქნება საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა" – თენგიზ ცერცვაძის პროგნოზი
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღას ოქტომბრის თვეში აანონსებს.
„ზუსტად არავინ იცის როდის იქნება მეხუთე ტალღა, მაგრამ იქნება როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, რადგან სრული ვაქცინაცია ვერ მოესწრო. მე პირადად, ვირუსის მეხუთე ტალღას ოქტომბრის ბოლოსთვის ველოდები“, – განაცხადა ცერცვაძემ.