თეგებით ძიება

მიშა მშვილდაძე გამოიკითხა

ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე პროკურატურაში გამოიკითხა.

როგორც მან უწყების დატოვების შემდეგ აღნიშნა, გამოძიების კითხვები სუს-ის ფაილების საქმეს უკავშირდებოდა.

"მე განვუმარტე გამომძიებელს და ვუთხარი ყველაფერი, რაც ვიცოდი ამის თაობაზე. რომ შეძლონ გამოძიების წარმართვა და გამოავლინონ ყველა დამნაშავე, რომლებიც იკვეთება სუს-ის თანამშრომლების სახით, რომლებიც უკანონო თვალთვალს და უკანონო საქმიანობას ახორციელებდნენ, მერე აგროვებდნენ კომპრომატებს ადამიანებზე და არ ჰქონდათ რეაგირება მათ ჩადენილ კრიმინალურ აქტებზე და ამას იყენებდნენ მათ წინააღმდეგ კომპრომატებად, ამ ნაწილში ჩვენ რაც შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ გამოძიებას, ვითანამშრომლებთ", - ამბობს მშვილდაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა