თეგებით ძიება
17. 09. 2021 COVID - 19

ბუნებრივი იმუნიტეტი კოვიდზე ძლიერია, თუმცა, პოლიტიკის შემქმნელებს ამის თქმის ეშინიათ - Washingtonpost

15-ზე მეტმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდგადატანილ ადამიანებს ძლიერი იმუნიტეტი გამოუმუშავდათ. ამის შესახებ washingtonpost-ის მიერ გავრცელებულ სტატიაშია აღნიშნული.

სტატიის თანახმად, ორიოდე კვირის წინ, ისრაელში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აცრილი ადამიანების რეინფიცირების მაჩვენებელთან შედარებით კოვიდგადატანილი ადამიანების რეინფიცირების ალბათობა 27-ჯერ ნაკლებია. შესაბამისად კლივლენდის კლინიკაში ჩატარებული დასკვნაც ადასტურებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა აცრას აზრი ჰქონდეს კოვიდგადატანილ პაციენტებში. ხოლო მაისში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ზომიერი სიმძიმის კოვიდ ინფექციაც კი ძლიერი გრძელვადიანი იმუნიტეტის პირობაა.

ამერიკის ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ მათ ვაქცინის მწირი დოზები დახარჯეს მილიონობით ადამიანზე, რომლებსაც ადრე ჰქონდათ კოვიდი. ის ადამიანები, რომლებიც უკვე დაცული იყვნენ ბუნებრივი იმუნიტეტით, არ უნდა ჩამდგარიყვნენ ვაქცინაციის რიგში და ამ გზით ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პირები არ საუბრობენ ხმამაღლა ბუნებრივი იმუნიტეტის ეფექტურობის შესახებ, არის შიში, რომ ხალხი უპირატესობას ბუნებრივ იმუნიტეტს მიანიჭებს და არ აიცრებიან.

ბავშვთა ვაქცინაციის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები უარყოფს ბუნებრივი იმუნიტეტის სარგებელს. 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში დაავადება ისე რთულად არ მიმდინარეობს, როგორც მოზრდილებში. Pfizer და Moderna–ს მეორე დოზა შეიძლება არ იყოს საჭირო ბავშვებში.

თებერვლიდან ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, ზრდასრულს თუ მოზარდს, რომელიც გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან, მიიღოს მხოლოდ ერთი mRNA ვაქცინის დოზა, ორის ნაცვლად.

წყარო - www.washingtonpost.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა