რომელი დაავადების მქონე პირების აცრაა პრიორიტეტული - ივანე ჩხაიძიე
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, იმ ადამიანებმა, ვისაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აღენიშნებათ, პირველ რიგში უნდა გაიკეთონ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა.
"იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ ონკოლოგიური დაავადებები, აქვთ გადატანილი ინსულტი, არიან გულის ქრონიკული დაავადების მატარებლები, ან ჰქონდათ წლების წინ ალერგიული რეაქცია, ახლა ვაქცინის გაკეთების ეშინიათ.
სინამდვილეში, ეს დაავადებები პრიორიტეტულ ჯგუფს წარმოადგენენ ვაქცინაციის თვალსაზრისით.
თავი კი არ უნდა შეიკავონ ამ ადამიანებმა, პირველ რიგში უნდა წავიდნენ ვაქცინის გასაკეთებლად. ვინაიდან, კორონავირუსის შემთხვევაში, სწორედ ქრონიკული დაავადების მქონე პირები არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ,"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.