არსებული შეზღუდვების გაუქმებაზე ნუ ვისაუბრებთ – ამირან გამყრელიძე ბიზნესს პასუხობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ შეხვედრაზე უპასუხა.
„ეს განსახილველი საკითხია. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, თუმცა ინფიცირების 2000 შემთხვევა მაინც ბევრია. ნუ გავიმეორებთ შეცდომას, რაც უკვე დავუშვით და ნუ დავმშვიდდებით, რომ კოვიდს მოვერიეთ. სტაბილიზაციისგან ჯერ შორს არის, ამიტომ მინიმალური რეგულაციების გაუქმებაზე ნუ ვისაუბრებთ, ჯერ პირბადის მოხსნა ადრეა.
არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა და გასული წლის ზაფხულივით არ უნდა ვთქვათ, რომ გავიმარჯვეთ ქართველებმა, დავამარცხეთ კორონა და გავილაღეთ, რისი შედეგიც შემოდგომაზე მივიღეთ. ამიტომ ვიყოთ ფრთხილად“, – განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ ბიზნესს შეუძლია წინადადებები წარადგინოს საკოორინაციო საბჭოზე, რომელიც მოგვიანებით განიხილავს საკითხს.
„ჩვენ მომხრე ვართ, რომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით შეზღუდვები ნელ-ნელა მოვხსნათ“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.