თეგებით ძიება

"სააკაშვილსაც ექსტრადირებით მოუწევს საქართველოში ჩამოსვლა" – ირაკლი ზარქუა

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებას გამოეხმაურა და დარწმუნებულია, რომ საქართველის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც ასე მოუწევს საქართველოში ჩამოსვლა.

“ასეთი “პოლიტიკური დევნილები” ჰყავს “ნაციონალურ მოძრაობას”, ასე არის ალბათ დათა ახალაია პოლიტიკური დევნილი, მეგის ქარდავაც ასეთი პოლიტიკური დევნილი იყო, ალბათ ბატონი სააკაშვილიც პოლიტიკური დევნილია, მაგრამ ზუსტად ვიცი მასაც ასეთნაირად მოუწევს აქ ექსტრადირებით ჩამოსვლა. თუკი თავისი ფეხით ჩამოვა მთლად უკეთესი, გაგვიადვილებს პროცედურებს. თუ ვინმე მართალია, აქ არის სასამართლო და იდაოს. აქ იყო ცალსახა არგუმენტები, მთელი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც უკრაინამ მეგის ქარდავა საქართველოს გადმოსცა და მე მინდა შესაბამის სტურქტურებს უკრაინაში მადლობა გადავუხადო,” – განაცხადა ირალი ზარქუამ.

შეგახსენებთ, 8 წლიანი ძებნის შემდეგ, მეგის ქარდავა საქართველოს გადმოეცა. ქარდავა საქართველოში კიევი-თბილისის რეისით უკვე ჩამოიყვანეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა