თეგებით ძიება
17. 09. 2021 COVID - 19

„NCDC მხარს უჭერს, რომ სწავლა რეალურ სივრცეში აღდგეს“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან სასწავლო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით ისაუბრა.


„ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. მრავალ მხრივ შესწავლებს ვატარებთ რეგიონების, რაიონების, მუნიციპალიტეტების, სკოლების პერსონალის, მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელს ვუწევთ მონიტორინგს.

ანუ ყველანაირად გვინდა, რომ სწავლა აღდგეს რეალურ სივრცეში და ამაზე შემუშავებული გვაქვს ჩვენი ინდიკატორი, რომელიც თანხმდება განათლების სამინისტროსთან ერთად. ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ინფიცირების ინტენსივობაზე მეტყველებს ამა თუ იმ რეგიონში.

პირდაპირ გეტყვით რომ 4%-მდე ახლოს არის აჭარა, კიდევ 2 რეგიონი, ასევე თბილისში ეს მაჩვენებელია 5-6%-ის ფარგლებშია. გარდა ამ მაჩვენებლისა, კიდევ სხვა საკითხებია გასათვალისწინებელი, როგორაა პერსონალის აცრის და მშობელთა აცრის მაჩვენებელი.

ამ პანდემიამ გარდა უზარმაზარი ჯანმრთელობითი და ეკონომიკური დანაკარგისა, უზარმაზარი ზიანი მიაყენა განათლების სექტორს.“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა