თეგებით ძიება

"კანონიერი ქურდის“ შვილის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის იძებნება ასევე, "კანონიერი ქურდის“ შვილი

15 სექტემბერს, ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი და გარდაცვლილი 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის, პოლიცია, სავარაუდოდ, ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“ შვილს ეძებს.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილის მამაც, გია კვარაცხელია "კანონიერი ქურდია".

ეჭვმიტანილი, ასევე "კანონიერი ქურდის", დავით კაკულიას ("დავით თბილისკი") შვილია.

ის, რომ გია კვარაცხელია და დავით კაკულია ერთმანეთს იცნობენ, რამდენიმე წლის წინ პრესაში გავრცელებული ინფორმაციითა და ფოტოთიც დასტურდება. კონკრეტული ფოტო, როგორც ინტერნეტში მოძიებული მასალით ირკვევა, 2000 წელს, დავით კაკულიას შვილის ნათლობაზეა გადაღებული და კადრში ჩანან: „კანონიერი ქურდი“ დათო კაკულია, „კანონიერი ქურდი“ გია კვარაცხელია, მეუფე ანტონი (ბულუხია) და მამა ლევან ფირცხალაიშვილი.

არსებული ინფორმაციით, დათო კაკულია 2001 წელს გარდაიცვალა.

ასევე, ცნობილია, რომ მოკლული ნიკო კვარაცხელიას მამა, გია კვარაცხელია მკვლელის ნათლიაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა