თეგებით ძიება

Netflix ნონა გაფრინდაშვილის ბრალდებებს პასუხობს

BBC ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელის შესახებ წერს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, 25-გვერდიან სარჩელში ნათქვამია, რომ Netflix-მა შეგნებულად მოიტყუა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ ცინიკური და იაფფასიანი მიზნისთვის, რათა სერიალისთვის მეტი დრამატულობა შეეძინა. მედიის ცნობით, Netflix ეცადა, შეექმნა შთაბეჭდილება, რომ სერიალის მთავარმა გმირმა შეძლო, მიეღწია იმისთვის, რაც აქამდე არც ერთ ქალს არ მიუღწევია, მათ შორის გაფრინდაშვილს.

როგორც BBC წერს, ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც თბილისში ცხოვრობს და დღემდე იღებს მონაწილეობას საჭადრაკო ტურნირებში, Netflix 5 მილიონი დოლარის კომპენსაციას და სერიალიდან იმ განცხადების ამოღებას ითხოვს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას არასოდეს უთამაშია მამაკაც მოჭადრაკესთან.

Netflix-ში აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ნონა გაფრინდაშვილის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

„Netflix-ი დიდ პატივს სცემს ქალბატონ გაფრინდაშვილს და მის ბრწყინვალე კარიერას, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ბრალდებებს საფუძველი არ აქვს. ჩვენ მტკიცედ დავიცავთ თავს სასამართლოში“, - განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, Netflix-ის წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი 2021 წლის 16 სექტემბერს უკვე წარედგინა კალიფორნიის სასამართლოს. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული მოჭადრაკის უფლებებს იურიდიული ფირმა BLB ამერიკელ კოლეგებთან ერთად დაიცავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა