თეგებით ძიება

შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე პირი დააკავეს, რომელსაც უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება შემდგომი გასაღების მიზნით, ნაძალადევის რაიონში განათავსა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული ჩართული იყო ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში. მან ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" სხვადასხვა ადგილზე განათავსა და მათი ადგილმდებარეობის ფოტოები გადაიღო.

სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას, რ.ვ.-ის მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული, „ალფა პვპ“- ს შემცველი ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა