ინგა გრიგოლიას თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება
"ტვ პირველის" ჟურნალისტს, ინგა გრიგოლიას თბილისის პროკურატურაში სუს-ის ფაილების საქმეზე კითხავენ.
უცნობია, რა კითხვებს დაუსვამს მას პროკურატურა, თუმცა, ინგა გრიგოლიას გამოძიებასთან კითხვები თავად აქვს:
"რას იძიებენ: ვინ ჩაწერა ეს მასალები ფარულად, ვინ მოგვისმინა, ჩვენი უკანონო თვალთვალი და მიყურადება ვინ განახორციელა თუ მე საიდან გავიგე, რომ ამ კრებსში იყო ჩემი სახელი და გვარი. განსაკუთრებულს ვერაფერს ვეტყვი". - თქვა გრიგოლიამ.
"გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დადგინდეს, ვის მიერ ხდებოდა ჩანაწერების მოპოვება და დამუშავება. რა მიზანს ემსახურებოდა ამ დოკუმენტაციის შეგროვება და როგორ მოხდა ამ ფაილების გამოტანა და გაჟონვა". - ამბობს "ტვ პირველის იურისტი."