თეგებით ძიება
18. 09. 2021 COVID - 19

რა სიმპტომები ახასიათებს "მიუ" შტამს? - ნახეთ ჩამონათვალი

ახალი კორონავირუსი (covid-19), რომელიც ჩინეთის ქალაქ უჰანში 2019 წლის დეკემბრის ბოლოს გამოჩნდა, მუტაციას განიცდის და სხვადასხვა შტამად ყალიბდება. მისი ბოლო ვარიანტია "მიუ". ახალი შტამის შესახებ ინფორმაცია მოცულობითი არ არის, თუმცა შეგვიძლია მისი გარკვეული სიმპტომების დახასიათება:

კუნთების ტკივილები;
ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა;
სუნთქვის გაძნელება;
ყელის ტკივილი;
ცხელება და სისუსტე;
თავის ტკივილი;
სურდო;
გულისრევა;
დიარეა;

"მიუ" შტამი სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებშია გავრცელებული, თუმცა მისი შემთხვევა დადასტურდა თურქეთშიც.

ცნობისთვის, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 228,535,431 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 4,695,290 ადამიანი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა