თეგებით ძიება

"საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, სრულიად ვეთანხმები ღირსეული დედის ღირსეულ სიტყვებს" - რას წერს ანი შაქარაშვილი ნიკო კვარაცხელიას დედაზე

მოკლული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინაც ნიკოს მკვლელი გაზარდა " ... საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე სრულიად ვეთანხმები ღირსეული დედის ღირსეულ სიტყვებს", - წერს ანი შაქარაშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ახალგაზრდა ბიჭი დღეს, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

დღეს, სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედის განცხადება გავრცელდა: "მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი".

მკვლელობის საქმე შსს-მ გახსნა. "საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა