თეგებით ძიება

„მიპატიებია ყველასთვის… მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია“… – ნიკო კვარაცხელიას დედა

მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა მზად არის ყველას ყველაფერი აპატიოს, ოღონდ ქვეყანაში მსგავსი ბოროტება აღარ მოხდეს. ნიკას დედის სიტყვებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია აქვეყნებს.

„მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი. მე არ ვარ უბედური, მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია. უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინც ნიკოს მკვლელი გაზარდა…” ,- ასე გადმოსცემს 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას დედის სიტყვებს ჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია.

ნიკო კვარაცხელიას დედაა იზა ომაძე, წარმოშობით გორიდანაა და ნიკოს გარდა კიდევ 4 შვილი ჰყავს. ნიკო კვარაცხელიას სამშაბათს ამაღლების ტაძრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

22 წლის ნიკა კვარაცხელიას შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე პოლიცია, ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს.

მოკლულ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას თავად კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არ ქონია. ის პირველი ქართული სოციალური ქსელის, “ფიდსის” შემქმნელი იყო; მონაწილეობდა არაერთ მნიშვნელოვან პროექტში და მას დღეს როგორც წარმატებულ და პროგრესულ ახალგაზრდას, ისე იხსენებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა