"6 თვის კოვიდ-ორსული, 60% ფილტვის დაზიანებით გადავიდა რეანიმაციაში... რა ვუთხრა? კარგია, რომ დაემართა იმუნიტეტს გამოიმუშავებს-მეთქი?? დიდი ალბათობით რომ ვერ გადარჩება...?!" - ექიმი
ექიმი ელენე ხურციძე სოციალურ ქსელში მძიმე მდგომარეობაში მყოფ კოვიდინფიცირებულ ექიმზე წერს:
"6 თვის კოვიდ-ორსული, 60% ფილტვის დაზიანებით გადავიდა რეანიმაციაში.... მეგობრები მთხოვენ დახმარებას.... და რა ვუთხრა? კარგია რომ დაემართა იმუნიტეტს გამოიმუშავებსთქო??
დიდი ალბათობით რომ ვერ გადარჩება...?! სასწაული თუ ჩაიდინა ჩემმა კოლეგებმა, შეზღუდული უნარებით რომ იცხოვრებს დედა-შვილი .. რა ვქნა, როგორ ავუხსნა კარგია რომ დაემართა, იბრძოლოს და თუ გადარჩებიან, დაბალი ცხოვრების ხარისხი ექნებათ, მაინც კარგია მთავარია მყარი ანტისხეულები გამომუშავდებათქო?", - წერს ელენე ხურციძე ფეისბუქზე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1997 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 52 ადამიანი.ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 593 763-ს.