თეგებით ძიება

მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500-2000 ლარამდე გაიზრდება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გაწერილია გეგმა, რომლის თანახმად, მასწავლებლის საშუალო ხელფასი უახლოეს წლებში 1500-2000 ლარამდე გაიზრდება.

"ჩვენ ვგეგმავთ ძალიან სოლიდური თანხების ინვესტირებას და განათლების ბიუჯეტის ასეთი უპრეცედენტო ზრდა არ ყოფილა.

განათლებაზე როცა ვსაუბრობ, მაინც მახსენდება გვარამია, რომელიც იყო განათლების მინისტრი, რადგან მეორეს მხრივ ვუყურებთ მეცნიერ კაცს, ღირსეულ კაცს, მიხეილ ჩხენკელს და სააკაშვილის დროს იყო გვარამია ნიკა, რომელიც მთელს ამ გარყვნილებას უწევს პროპაგანდას და ტირაჟირებას, ეს შედარებისთვის და შეხსენებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ქვეყანას აქვს ჯერ კიდევ გამოუყენებელი უნიკალური რესურსები და ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა-პატრონობა.

„ამისთვის, ყველას გვჭირდება მეტი კონცენტრაცია, მეტი ჩართულობა, მეტი ფიქრი დასაქმებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და სიღარიბის დაძლევაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი", - აღნიშნა პრემიერმა.

წყარო: commersant.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა