კორონავირუსით 43 ადამიანია გარდაიცვალა - ნახეთ ბოლო 24 საათის სრული კოვიდსტატისტიკა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 954 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში ჩატარდა 22 920 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 141, „პისიარ“ ტესტით – 10 779.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,55%, ბოლო 14 დღის – 7,19%, ბოლო 7 დღის – 6,89%
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 595 264 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 559 996 გამოჯანმრთელდა, 8 541 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 646 441 აცრა, დღიურად აცრილია 14 071
კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 446 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 225 პირი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 595,264 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 8,541 ადამიანი გარდაიცვალა.