"საქართველოში არაპროფესიონალები მართავენ ვაქცინაციის პროცესს...გეყოთ პოლიტიკური მანიპულაციები" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის შეფასებით, საქართველოში კოვიდვაქცინაციის პროცესს არაპროფესიონალები მართავენ.
"დღეს საფრანგეთში მოზრდილი მოსახლეობის 82% უკვე აცრილია 2-ჯერ!
დღეს საფრანგეთში სამედიცინო დაწესებულებების მოქმედი თანამშრომლების 100% არის აცრილი!
საქართველოში არაპროფესიონალები მართავენ ვაქცინაციის პროცესს!
მსოფლიოში არის აღიარებული კოვიდ ვაქცინა (ფაიზერი) და ეს “პროფესიონალები” მსჯელობენ, კიდევ რომელი ექსპერიმენტული ვაქცინაა კარგი თუ ცუდი. ანუ ექსპერიმენტულ ვაქცინებზეა საუბარი. სირცხვილია და არაეთიკული საქციელია. თქვით სიმართლე!
კოვიდგადატანილებს “უფრო კარგი იმუნიტეტი აქვთო”, ეს ხომ საერთოდ ყველა ჩარჩოდან ამოვარდნილია. თუ გადაიტანეთ კოვიდი და არ მოკვდით, თუ გადაიტანეთ და პოსტკოვიდური სინდრომი არ დაგემართათ (ანუ სუნის/გემოს დაკარგვა, სპერმის ხარისხის დაკარგვა, ფილტვების ფუნქციის დაკარგვა ….) ამ შემთხვევაში შესაძლოა, უფრო კარგი კარგი იმუნიტეტი გქონდეთ …. ანუ თუ გადარჩით, კი, კარგი იმუნიტეტი გექნებათ, მაგრამ, ვაი, ასეთ იმუნიტეტს!
არაპროფესიონალიზმი კლავს!
აუცრელი ექიმი, აუცრელი ექთანი, აუცრელი სანიტარი, სამედიცინო დაწესებულების აუცრელი თანამშრომლები არიან უფრო საშიშნი, ვიდრე ალქაიდას ტერორისტები!
ამოვიდა ყელში ამდენი უცოდინარი ვითომ ექსპერტი, ვითომ სპეციალისტი და ვითომ სამშობლოს პატრიოტი!
გეყოთ პოლიტიკური მანიპულაციები (ეს ყველას ეხება). მიხედეთ ვაქცინაციას!
ამერიკელი ხალხი ???????? არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და მალე გაიგებთ კარგ ამბავს (ჩვენ რამე სისულელე თუ არ გავაკეთეთ) და იმდენი ფაიზერი იქნება ქვეყანაში, რამდენიც იქნება საჭირო", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.