თეგებით ძიება

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ფიგურანტებს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ფიგურანტებს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. როგორც ბრალდებულების ადვოკატი, დალი ბარბაქაძე აცხადებს, გუშინ გიორგი კავილაძეს და აკო ჭელიძეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

მისი განცხადებით, ოჯახები გამოძიებასთან კავშირზე არიან, თუმცა აცხადებენ, რომ ძებნილების ადგილსამყოფელი არ იციან.

„გამოძიებამ მაჩვენა სათვალთვალო კამერით გადაღებული სროლის კადრები, როგორც მითხრეს მოახდინეს ამ პირის იდენტიფიცირება და ეს აკო ჭელიძეა. მეორე ბრალდებულს რაც შეეხება, მისი გადაადგილების ვიდეო არ უჩვენებიათ, თუმცა განმიმარტეს, რომ ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარედ აკო ჭელიძესთან ერთად კავილაძეც იყო ჩასაფრებული და მსხვერპლს უთვალთვალებდა“, – განაცხადა ადოკატმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ახალგაზრდა ბიჭი დღეს, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

მკვლელობის საქმე შსს-მ გახსნა. "საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა