თეგებით ძიება
19. 09. 2021 COVID - 19

ენტონი ფაუჩი იმედოვნებს, რომ პანდემია გაზაფხულისთვის დასრულდება

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი, ანტონი ფაუჩი იმედოვნებს, რომ პანდემია გაზაფხულისთვის დასრულდება.

„კორონავირუსმა სპეციალისტები არაერთხელ შეიყვანა შეცდომაში. არის იმედი, რომ ის გაზაფხულისთვის დასრულდება, მაგრამ გარანტია არ არსებობს“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

როგორც მან "ტელეგრაფთან" ინტერვიუში განაცხადა, სამი დოზა განიხილება, როგორც აუცილებელი Covid-19– ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინაციისთვის.

რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, ენტონი ფაუჩის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, დასჭირდება თუ არა ბავშვებს მესამე დოზა.

"ჩვენ ეს არ ვიცით. მე ვფიქრობ, რომ ჯერ ადრეა ამ გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა ფაუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსი (covid-19) პირველად ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს. პანდემიის დაწყებიდან დღმდე კოვიდ-19-ის 228,982,952 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 4,700,626 ადამიანი გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა