თეგებით ძიება

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ელენე ხოშტარია პროკურატურაში დაიბარეს

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია გამოკითხვაზე პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.

"დამირეკეს პროკურატურიდან მოწმის სახით გვინდა დაგიბაროთ მოსმენებზეო. არ გენდობით პირიქით გიჩივით თქო, სტრასბურგშიც მოგიწევთ პასუხების გაცემა თქო. მაშინ სასამართლოთი გამოგიძახებთო. მელამ კუდიო თუ როგორ არის?", - წერს ელენე ხოშტარია ფეისბუქზე.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილები გავრცელდა. ათასობით ფაილიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სასულიერო პირებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და რიგით ადამიანებსაც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა