არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შსს-ს თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და ცესკოს სწავლების ცენტრის თანამშრომლობით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირებისთვის ჩატარდა ონლაინ ტრენინგი - „არჩევნები და უსაფრთხოება“. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სწავლების მონაწილეები, წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რისკების იდენტიფიცირების, პრევენციული ღონისძიებებისა და დარღვევებზე რეაგირების მექანიზმების შესახებ საკანონმდებლო რეგულაციებს გაეცნენ.
თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.