ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ორივე ბრალდებულს დაუსწრებლად, აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
კვარაცხელია 15 სექტემბერს დაჭრეს. 2 თავდამსხმელი მას სახლთან ჩაუსაფრდა და მანქანასთან ჩაცხრილა. 22 წლის ნიკა კვარაცხელია 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
18 სექტემბრეს შსს-მ განცხადება გაავრცელა და საქმე გახსნილად გამოაცხადა. უწყება ორ ბრალდებულს - აკაკი ჭელიძე, გიორგი კავილაძეს ეძებს.