თეგებით ძიება

"გამოძიება, ჭორაობა და ტლიკინი კი არა..." - გიორგი გახარია

"ჩემი რჩევა რა იქნება იცით? რომ დროზე ღია, გამჭვირვალე და სერიოზული გამოძიება დაიწყონ" - ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერი და "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია სუს-ის ფარულ ჩანაწერებს. მისივე თქმით, "ოცნება" ამის ნაცვლად "ჭორაობს და ტლიკინებს".

"ორგანიზაცია ოცნება ისეთ პანიკაშია, რომ დარწმუნებული ვარ ყველაფერს დაგვაბრალებენ. გამოძიება მეგობრებო, ჭორაობა და ტლიკინი კი არა, გამოძიება, შენ რომ ასეთი კატასტროფა გემართება ქვეყანაში, შენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტში, იმის მაგივრად, რომ ეს პოლიტიკურად იფიქრო იმაზე როგორ დააბრალო, ვის დააბრალო, ვის დააბრალო, პოლიტიკურად როგორ დააკონვერტირო, ეკლესია როგორ დააზიანო, ამის მაგივრად სასწრაფოდ გამოძიება უნდა დაიწყო", - თქვა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა