თეგებით ძიება

არ მინდა იმ ქალაქში ვიცხოვრო, სადაც უნდა მეშინოდეს ჩემი 6 წლის ბავშვის უსაფრთხოების - ნიკა მელია

არ მინდა იმ ქალაქში ვიცხოვრო, სადაც უნდა მეშინოდეს ჩემი 6 წლის ბავშვის უსაფრთხოების - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თბილისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა ,ნიკა მელიამ ვაკეში, მაჟორიტარობის კანდიდატის, ბათუ ქუთელიას წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, 2 ოტქომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს.

მელია ბოლო უკანონო მოსმენებს გამოეხმაურა და ამომრჩეველს მოუწოდა, საარჩევნო უბნებთან ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღონ:

"ზუსტად ვიცი, მთაწმინდის რაიონში, ვაკეში, საბურთალოზე, ვისაც არ ეზარება დადის იარაღით...ნახევარზე მეტი არის გადმობირებული სუსის, ან მჭიდროდ დაკავშირებული. არ მინდა იმ ქალაქში ვიცხოვრო, სადაც უკვე ამ ასაკში უნდა მეშინოდეს ჩემი 6 წლის ბავშვის უსაფრთხოების. ვიცი, რომ ბევრი მამა და დედა მისმენს...ჭირს წაუღია ყველა პოლიტიკური პარტია, 2 ოქტომბერს ან ქართველი ხალხი იმარჯვებს და ვწერთ ისტორიას, ან გომელაურები, ღარიბაშვილები, კალაძეები და კობახიძეები გვეტყვიან, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ბრძოლისუნარიანი ხალხი," - ამბობს ნიკა მელია.

საქართვლოში თვითმმართველობის არჩევნსბი 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა