თეგებით ძიება

რა გახდა თბილისის ცენტრში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის მოტივი? - გამოძიების ვერსია

რა გახდა თბილისის ცენტრში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის მოტივი? - გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, განიხილება მკვლელობის სავარაუდო დამკვეთის ე.წ. კანონიერ ქურდად კურთხევის მოტივი.

სწორედ "კანონიერ ქურდად" მონათვლისთვის ჩადენილი ნათლიის შვილის მკვლელობა - ეს არის ერთ-ერთი მთავარი ვერსია იმ დანაშაულის, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისის ცენტრში მოხდა. ვერსია მოსკოვში მოკლული ავტორიტეტის, "დათო თბილისკის" მემკვიდრეს უკავშირდება.

ტელეკომპანიის ექსკლუზიური ინფორმაციით, 2001 წელს მოკლული დავით კაკულიას ერთ-ერთ შვილი მამის მსგავსად ქურდობას აპირებს. საზღვარგარეთ გამართულ ე.წ. სხოდკაზე მას კრიმინალური ავტორიტეტები წოდების მიღებას დაჰპირდნენ, თუმცა გარკვეული პირობით. უმცროსმა კაკულიამ ჩათვალა, რომ სტატუსს მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ შურს იძიებდა 20 წლის წინ, მამის აფეთქებაზე, რაშიც მის ნათლიას, ასევე კანონიერ ქურდ, გია კვარაცხელიას მეტსახელად "ლაპშას" ადანაშაულებდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა 5 დღის წინ ანჯაფარიძის ქუჩაზე კრიმინალური შურისძიების მოტივი.

ამ ვერსიას არ გამორიცხავს მკვლელობის სავარაუდო შემსრულებლების ადვოკატიც.

განიხილება კიდევ ერთი ვერსია. ტელეკომპანიის ცნობითვე, დანაშაული სისრულეში უმცროს კაკულიას პირადად უნდა მოეყვანა, თუმცა მან საზღვარზე შემოსვლა ვერ შეძლო და სწორედ ამის შემდეგ, საქმეში თბილისში მყოფი ნაცნობები - აკო ჭელიძე და გიორგი კაველაძე ჩართო.

სანამ გამოძიება დამკვეთის კვალზე გავა, დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ მკვლელობის სავარაუდო შემსრულებლებს. გადაწყვეტილების მიღებამდე დარბაზში სიტყვით გამოვიდნენ მხარეებიც, პროცესზე პროკურორმა განმარტა, რა სქემით მოქმედებდნენ ბრალდებულები ანჯაფარიძის ქუჩაზე მისვლამდე.

გამოძიების ინფორმაციით, საქმეში დევს სისხლიანი ტანსაცმელიც, რომელიც კაველაძემ და ჭელიძემ იქვე მდებარე ერთ-ერთ ობიექტთან დატოვეს და მიიმალნენ.

სავარაუდო დამნაშავეების ძებნა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, თუმცა არ არის გამორიცხული, საქმეში მალე ინტერპოლიც ჩაერთოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა