თეგებით ძიება

სიძულვილის ბანერებს ისევ აკრავენ - ხატია დეკანოიძე

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა.

დეკანოიძე წინასაარჩევნოდ სისხლიანი ბანერების გაკვრას აპროტესტებს და კომისიას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ირღვევა ბავშვთა უფლებები, როდესაც ისინი სისხლიან ბანერებს ხედავენ, ასევე, დარღვეულია საარჩევნო კოდექსი. მე მინდა, რომ ფაქტის წინაშე დავაყენოთ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია, როდესაც ირღვევა რამდენიმე მუხლი, მაგალითად ის, რომ ბანერზე განთავსებული უნდა იყოს საარჩევნო ნომერი, დამკვეთი, გამოშვების თარიღი და ზოგადად დეტალები, რომელიც გაწერილია საარჩევნო კოდექსით.

მინდა, მივმართო ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, რომ კომისიამ დაუყონებლივ განიხილოს სარჩელი და საზოგადოებას საჯაროდ შეატყობინოს თავისი პოზიცია. თუ ეს პოზიცია არ დაემთხვევა საარჩევნო კოდექსში გაწერილ მუხლებს და ზოგადად იმას, რომ საარჩევნო-სააგიტაციო მასალა არ შეიძლება ძალადობას შეიცავდეს, მაშინ ჩვენ, ჩავთვლით, რომ საოლქო საარჩევნო კომისია ქუთაისში არის "ქართულ ოცნებასთან" შეზრდილი დეპარტამენტი", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს სხვადსხვა ქალაქში არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, სიძულვილის ბანერები ისევ გამოჩნდა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა