თეგებით ძიება

დარწმუნებული ვარ, თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და მეტი სიცოცხლე შევა ყველა უბანში - კახა კალაძე

ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება, დარწმუნებული ვარ, თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და მეტი სიცოცხლე შევა ყველა უბანში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა, სადაც თბილისის მერობის ყველა კანდიდატს შორის დებატები იმართება.

„მოგესალმებით ყველას, მივესალმები ოპონენტებს, დამსწრე საზოგადოებას. განსაკუთრებით მინდა, მივესალმო ჩემს თბილისელებს. მართლაც უმნიშვნელოვანესი არჩევნებია ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართება. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება, როგორ წარმოგვიდგენია თბილისი ოთხი წლის შემდეგ. რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი საარჩევნო პროგრამა „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. ასევე დეტალურად დავიწყეთ კონკრეტული მიმართულებების გაშლა. ჩვენი საარჩევნო პროგრამა შედგება ექვსი ძირითადი პოლიტიკისგან. ეს არის ურბანული პოლიტიკა, სატრანსპორტო, გარემოს დაცვის პოლიტიკა. ეს არის სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი. რამდენიმე დღეში მართვის და ეკონომიკის მიმართულებით ჩვენ ხედვებს გავაჟღერებთ. მე დარწმუნებული ვარ, თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და მეტი სიცოცხლე შევა ყველა უბანში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა