თეგებით ძიება

$1 მილიარდის ზარალი - რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ENKA-ს მიერ ხელშეკრულების გაწყვეტას?

ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილის შფასებით, „ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანია ENKA-ს მიერ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილებამ ქვეყანა, შესაძლოა, $1 მლრდ-ით აზარალოს".

როგორც BM.GE-სთან ენერგეტიკოსი აცხადებს, კომპანიის გადაწყვეტილება საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და საინვესტიციო გარემოსთვის დარტყმა იქნება.

„ენერგეტიკის სექტორისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმაა, რაც შეიძლებოდა ჩვენს ქვეყანას მიეღო. ეკონომიკაში 800 მლნ დოლარის ინვესტიცია, რომელიც ხალხმა ვერ გაიგო რა იყო და პლიუს ჯარიმები, რომელიც შესაძლოა, დაგვაკისრონ. ეს შეიძლება რამდენიმე ასეული მილიონი იყოს.

ნებისმიერი კომპანია, როდესაც ქვეყანა არ უქმნის პირობებს და ვერ ახერხებს სამუშაო გარემოს შექმნას, არბიტრაჟში წავა. არბიტრაჟში საკმაოდ მკაცრი პირობებია. ჩემი აზრით, ეს, დაახლოებით, 1 მლრდ დოლარის ზარალი იქნება, რაც მიუღებელ ინვესტიციას და ჯარიმას მოიცავს. ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და საინვესტიციო გარემოსთვის ეს უდიდესი დარტყმაა“, - უთხრა BM.GE-ის ენერგეტიკოსმა.

მურმან მარგველაშვილი თვლის, რომ ეს შედეგი მოსალოდნელი იყო, რადგან ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და პროექტის განხორციელებისთვის არსებული არასათანადო გარემო ამის წინაპირობას ქმნიდა.

„ეს თავიდან ბოლომდე მთავრობის პასუხისმგებლობაა, რადგან მდგომარეობა ვერ მართა. ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის განვითარებაზე, მისი ბრალია. მედიაციის პროცესი, ფაქტობრივად, გამოყენებული იყო დროის გასახანგრძლივებლად და რეალურად ის შედეგი მოიტანა, რაც გვაქვს. ენერგეტიკულ გაერთიანებას ამას ნუ დავაბრალებთ, ისევ ჩვენს თავს დავაბრალოთ. ეს არის ჩვენი უმეცრების, უნიათობის და უპასუხისმგებლობის შედეგი“, - აფასებს ენერგეტიკოსი.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია, ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს და უარს ამბობს $800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა