"მართლა სასიხარულო ამბავია..." - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ჩინური წარმოების კიდევ ერთი კოვიდვაქცინის შექმნის შესახებ, სოციალურ ქსელში წერს:
"კიდევ ერთი ჩინური ვაქცინა მალე გამოჩნდება ბაზარზე - “კლოვერ ბიოფარმა”
მართლა სასიხარულო ამბავია და რატომ?! - რაც უფრო ბევრი მწარმოებრლი იქნება, მით უფრო გაიზრდება ხარისხი და ფასიც დაიწევს.
დაველოდოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვერდიქტს.
სანამ ახალი მედიკამენტები და ვაქცინები გამოჩნდება, გამოვიყენოთ ის, რაც გვაქვს! აიცერით ფაიზერით, სანამ ის ხელმისაწვდომია! ასევე, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები!
ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს ფხაკაძე ფეიაბუქზე.