თეგებით ძიება
22. 09. 2021 COVID - 19

"ფაიზერი" ფუჭდება, ვადა გასდის, რას შვრებით, ხალხნო?! - თენგიზ ცერცვაძე

ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის, რას შვრებით, ხალხნო, ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს?, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ადრე, როცა ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა და სხვათა შორის, დაგვიანდა იმ ანგაჟირებული ადამიანების გამო, რომ ჩინური ვაქცინა არ უნდოდათ, პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, მე გავიკეთებ მხოლოდ „ფაიზერს“ და სახელმწიფომ დააგვიანა შემოტანა. ახლა ყველაზე მეტი სწორედ „ფაიზერი“ გვაქვს. „ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხნო, ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს? მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. გვაქვს „სინოვაკი“, „სინოფარმი“ , „ასტრაზენეკა“, მივიღებთ „ჯონსონ და ჯონსონს“. მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ? რას აკეთებთ, საავადმყოფოებში, საზოგადოებრივ სივრცეებში, ავტობუსები დადიან, კიდევ რა ქნან? თითო ადამიანს, თითო პროპაგანდისტს ხომ არ მოგამაგრებენ? დარწმუნებული ვარ, ჩემი ინტერვიუს შემდეგ გამოვა ვიღაც და დაიტლიკინებს, ეს ყველაფერი მაინც სახელმწიფოს ბრალია და სახელმწიფოს უპასუხისმგებლობაა, ამის არ რცხვენიათ? რა არის სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა? შემოიტანა მილიონობით ვაქცინა, გახსნა 300 პუნქტი. არ არის სათანადო კამპანიაო, მეტი რა კამპანია უნდა იყოს? ტელევიზიები, პრესა, ინტერნეტი, „ფეისბუქი“. თქვენ რა გგონიათ, გაიარეთ ბელგიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, რა კამპანიაა იქ? ჩვენნაირი კამპანიაც არ არის. უბრალოდ, საზოგადოებაა უფრო შეგნებული, საკუთარი თავი და ოჯახის წევრი უყვარს. ასე რომ, ვერავითარ თავის გამართლებად ვერ გამოდგება ის, რომ ვაქცინა არ გვაქვს. ვაქცინა გვაქვს თავზე საყრელი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ვაქცინაციის რაოდენობა შემცირდა. "ფაიზერის" ვაქცინას, რაც საქართველოშია, დრო ნოემბერში გასდის.

22 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 686 412 აცრა. 21 სექტემბერს 13 962 ადამიანი აიცრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა