მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 230 მილიონს გადააჭარბა
Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 230 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით 230,898,440 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 4,733,154-ი.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 207,599,369-ს შეადგენს.