თეგებით ძიება
23. 09. 2021 COVID - 19

ვაქცინირებული ორსულები ანტისხეულებს ჩვილებს გადასცემენ

მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ორსული ქალები, რომლებიც Pfizer-ით ან Moderna–თი არიან ვაქცინირებულები, ჩვილებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი აქვეყნებს.

ამერიკულ მეან-გინეკოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევაში, ამერიკელმა მეცნიერებმა შეაფასეს აქვს თუ არა ნაყოფს კორონავირუსზე იმუნიტეტი, თუკი დედა ორსულობის დროს აიცრა.

კვლევაში მონაწილე 36-ვე ჩვილს COVID-19–ის საწინააღმდეგო ანტისხეულები ჰქონდა. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ მათი მშობლები ორსულობის დროს mRNA ვაქცინით აიცრნენ. ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, mRNA ვაქცინები ასწავლიან უჯრედებს, შექმნან ცილა, რომელიც იწვევს იმუნურ პასუხს ინფიცირების შემთხვევაში.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა