“ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ გვექნება მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა” – იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრიოს დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, “ფორმულასთან” ამბობს, რომ რაც დაგეგმილი იყო იმის მეოთხედია აცრილი.
“დავეთანხმები ბატონ თენგიზს შეფასებაში, დაგეგმილი რაც გვქონდა, იმის მეოთხედია აცრილი. როგორც კი ახალი ტალღა წამოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ გვექნება მაღალი ავადობა და ძალიან მაღალი სიკვდილიანობა.
ჩვენზე გაცილებით მეტია მსოფლიოს ქვეყანაში ავადობა, მაგრამ სიკვდილიანობა არის რვაჯერ, ათჯერ ნაკლები. სერბეთში ავადობა თითქმის ისეთია, როგორც ჩვენგან, სიკვდილიანობა გაცილებით ნაკლებია. სერბეთს მოსახლეობის ნახევარი უკვე აცრილი ჰყავს. ესაა გადამწყვეტი – ვიქნებით აცრილი – არ იქნება სიკვდილიანობა, არ ვიქნებით აცრილი, იგივე დღეები მოგველის”, - ამბობს პაატა იმნაძე.