„უძვირფასესი მეგობარი დავკარგე დღეს“ - ეკა კვესიტაძე
ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს ახლო მეგობარი, ალიკა დარჩიაშვილი გარდაეცვალა. ეკა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მეგობარს ემშვიდობება.
„უძვირფასესი მეგობარი დავკარგე დღეს - ალიკა დარჩიაშვილი. წარმოუდგენელი თვისებების კაცი, უერთგულესი და გამორჩეულად საინტერესო. შეუძლებელია ერთხელ მაინც გენახა ალიკა და არ მოეჯადოებინე, რადგან დიდი ადამიანი იყო, ყველასაგან გამორჩეული. არ მჯერა, რომ ამ სიტყვებს ვწერ. იმედი მაქვს იცოდი, როგორ განსაკუთრებულად მიყვარდი და როგორი აღფრთოვანებული ვიყავი ყოველთვის შენით. არ გემშვიდობები, რადგან შენთან გამომშვიდობება შეუძლებელია,“ - წერს ეკა კვესიტაძე.