"ცოცხალი ვერ დავიცავი, რადგან ბრმად ვენდე ჯალათ ექიმებს, მაგრამ მკვდარი მაინც დავიცავი… არ გააბედინოთ მათი ნაგვის შავ პარკში ჩაყრა!" - დეა ადამია
სოციალური ქსელის მომხმარებელი, დეა ადამია, რომელიც კოვიდინფიცირებული დედის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"მე ვერ გამიბედეს ნაგვის შავ პარკში დედის ჩაგდება!!!
ცოცხალი ვერ დავიცავი, რადგან ბრმად ვენდე ჯალათ ექიმებს, მაგრამ მკვდარი მაინც დავიცავი მათი მხრიდან აგდებისგან და დაცინვისგან…
ჩემი დედოფალი, დედა ბატონი ჩემივე მიტანილი სუდარით წამოვაბრძანე სახლში.
თქვენც ასე მიაგეთ პატივი სატანების მხრიდან არა ერთ გზის ნაგვემ და ნაწამებ გარდაცვლილ ახლობლებს… არ გააბედინოთ მათი ნაგვის შავ პარკში ჩაყრა!!!!!!!!!!"- წერს ადამია ფეისბუქზე.