თეგებით ძიება
24. 09. 2021 COVID - 19

"შესაძლოა, საქართველო კატასტროფის წინაშე დადგეს" – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში განაცხადა, რომ თუ ვაქცინაციის ასეთი ტემპი გაგრძელდება, შესაძლოა საქართველო კატასტროფის წინაშე დადგეს.

„ერთხანს, ვაქცინაცია 25 000-30 000 მდე გაიზარდა, მაგრამ არასაკმაოდ, რადგან უნდა ყოფილიყო 40 000-50 000 და როდესაც ყველას იმედი გვქონდა, რომ 40-50 000-ს მივაღწევდით, ვაქცინაცია შემცირდა. ეს არის კატასტროფულად დაბალი რიცხვი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ჯერ საქართველოში მხოლოდ 24%-ია ვაქცინირებული და ეს პროცენტი ლეტალობაზე და დამძიმებაზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს.

„სერიოზული გავლენა რომ მოახდინოს, ვაქცინირებული უნდა იყოს სულ ცოტა, 2/3. წამყვან ქვეყნებში ახლა ლაპარაკია 80 და 90%-ზე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

დასმულ შეკითხვაზე თუ რატომ შემცირდა ვაქცინაციის ტემპი ცერცვაძემ განაცხადა:

„ერთი ის, რომ საქართველოში მოსახლეობა ზოგადად არის ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი. ეს არა მარტო კოვიდის დროს ვლინდება, არამედ იგივე გრიპის, წითელას და სხვა ვაქცინაციის დროს. შემდეგ, ვუკავშირებ იმას, რომ ზოგიერთმა ექსპერტმა და ექიმმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, არასწორი განცხადებები გააკეთა. მათ გააკეთეს განცხადებები, რითაც მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ვაქცინაციისკენ ისედაც არ იყო ძალიან განწყობილი, ხელჩასაჭიდი მისცეს, რომ აი, თურმე, ვაქცინაცია არ ყოფილა აუცილებელი. ბევრმა, ვისაც, რა თქმა უნდა, უნდოდა, რომ ასეთი დასკვნა გაეკეთებინა, გააკეთა მცდარი დასკვნა და ეს არის ერთ-ერთი მთავარი, ძირითადი მიზეზი, თუ რატომ იკლო ვაქცინაციამ. მესამე მიზეზი არის ის, რომ სამწუხაროდ, პოლარიზაცია, რომელიც არის ქვეყანაში და არის პოლიტიკურ სივრცეში, გინდა-არგინდა, ვრცელდება ყველაფერზე, ყველა ყოფით საკითხზე. ეს ვაქცინაციაც პოლარიზაციის ერთ-ერთი სეგმენტი გახდა. ანუ, ვიღაც ვიღაცას უჩვენებს – შენ მე მეუბნები, რომ ავიცრა და მე არ ავიცრები, ეს ჩემი უფლებაა, ჩემი თავისუფლება, ჩემი ჯანმრთელობა და სიცოცხლე მე მეკუთვნის და არ მინდა და არ ავიცრები. აი, ეს განწყობაა, რაც დამღუპველია“.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა