ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 ადამიანი გარდაიცვალა – რამდენია ინფიცირებული
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 698 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი, ხოლო 1 910 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 603 763-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 572 353 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 8 749 პაციენტი ემსხვერპლა.