"მსოფლიოში რეანიმაციული განყოფილებების 95%-98%-ს იკავებენ არავაქცინირებული კოვიდპაციენტები" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ აცრისაკენ მოუწოდებს.
"სერიიდან - ჩემი სხეული და ჩემი ჯანმრთელობა მეკუთვნის მე და მე მაქვს არჩევანის უფლება…
ამჟამად მთელ მსოფლიოში რეანიმაციული განყოფილებების 95%-98%-ს იკავებენ არავაქცინირებული კოვიდპაციენტები❗️
ამჟამად მთელ მსოფლიოში კოვიდ-სიკვდილიანობის 98%-99% არის არავაქცინირებულებში და ასევე პოსტკოვიდური - “გრძელი კოვიდის” პაციენტებში❗️
მსოფლიოში ამჟამად არის არავაქცინირებულების კოვიდეპიდემია❗️
- სამედიცინო პერსონალი დაიღალა
- სამედიცინო აპარატურა დაიღალა
- ყველა დაიღალა
უაზრო მიზეზების გამოგონებას თავი დაანებეთ:
- ალერგიული ხარ?! - აიცერი
- დიაბეტი გაქვს?! - აიცერი
- გული გაწუხებს?! - აიცერი
- ვენები გაწუხებს?! - აიცერი
- ფილტვები გაწუხებს?! - აიცერი
- ჰეპატიტი გაქვს?! - აიცერი
- ღვიძლი გაწუხებს?! - აიცერი
- თირკმელები გაწუხებს?! - აიცერი
- ჰერპესი გაქვს?! - აიცერი
- ჯარბწონიანი ხარ?! - აიცერი
- ფეხმძიმედ ხარ?! - აიცერი და აცერი მთელი ოჯახი
- ბავშვები ძუძუთი კვებაზე გყავს?! - აიცერი და მთელი ოჯახი აცერი
- რამე გაწუხებს?! - აიცერი
გაავრცელე სიყვარული და არა ვირუსი❗️" - წერს ექსპერტი.