თეგებით ძიება
24. 09. 2021 COVID - 19

„დამირეკა ცუდად ვარ, მიჭირს სუნთქვაო, ნელ-ნელა მძიმდებოდა...“ - კორონავირუსით 26 წლის ბიჭი გარდაიცვალა

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 26 წლის კოტე ლო­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ის დე­დოფ­ლის­წყა­როდან იყო და თბილისის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

სა­კუ­თა­რი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ 6 სექ­ტემ­ბერს სოციალურ ქსელში თავად წერდა:

„და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 1120 ადა­მი­ან­ში ორი ჩვენც მიგ­ვათ­ვა­ლეთ“.

„დღე რომ დაიწყება ძალიან ცუდად. თავზარდაცემული ვარ. ზუსტად ვიცი, რომ ასეთ მდგომარეობაში მარტო მე არ ვარ. კოტე, უდიდესი ტკივილი ხარ, სიტყვები არ მყოფნის. უბრალოდ, დაუჯერებელია შენი წასვლა, უსამართლობაა, სისასტიკეა. რა სიტყვებით განუგეშოთ, ხალხო“.

„მეგობრობის ეტალონად დარჩები ჩემს გულში. “

„მთელი ცხოვრება ჩემ გულში იქნები ჩემო ღიმილის ბიჭო!!!!!“ - წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობრები.

კოტე ლო­ლაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას „ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე სოსო გო­გაშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა:

„არ შე­მეძ­ლო ეს არ და­მე­წე­რა. ამ ბიჭს სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი, ნა­ნა­ხიც არ მყავ­და. "ფე­ის­ბუქ­ზე" მე­გობ­რო­ბა გა­მო­მიგ­ზავ­ნა და­ვი­მა­ტე და პი­რად­ში მომ­წე­რა. ძა­ლი­ან მა­გარ საქ­მეს აკე­თებ­თო და მინ­დაო, რომ მე ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო იო­სებ არი­მა­თი­ე­ლის ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­შიო. თან­ხით შე­იძ­ლე­ბა ვერ და­გეხ­მა­რო­თო, მაგ­რამ სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი და ტექ­ნი­კა შე­მიძ­ლი­აო. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე და მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ შევ­ხედ­რო­დით და დაგ­ვე­გეგ­მა.

ცოტა ხან­ში ისევ მომ­წე­რა, კო­ვი­დი­დან ახა­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მე გა­ვი­გეო, რომ კო­ვი­დი გქონ­და­თო და ახლა მე მაქ­ვსო, კლი­ნი­კა­ში ვწე­ვა­რო, ცუ­დად ვარ მი­ჭირს სუნ­თქვაო. ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი, მი­თუ­მე­ტეს იმ დღე­ებ­ში ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი "პა­კი­შა" წაგ­ვარ­თვა ამ ვე­რაგ­მა ვირუს­მა.

მე რაც შე­მეძ­ლო გა­ვამ­ხნე­ვე, ცოტა დათ­რგუ­ნუ­ლი მეჩ­ვე­ნა. ვუ­თხა­რი ეცა­დე ბევ­რი იარო, ღრმად ისუნ­თქო ტკი­ვი­ლამ­დე, ეცა­დე გუ­ლაღ­მა არ დაწ­ვე, მი­ი­ღე ბევ­რი წყა­ლი, სი­თხე­ე­ბი. არ უყუ­რო ტე­ლე­ვი­ზორს და არ გა­ე­კა­რო ფე­ის­ბუქ­ზე, ან ნეტ­ში არა­ნა­ირ ნე­გა­ტივს-თქო. მე და­ვა­მარ­ცხე და შენც და­ა­მარ­ცხებ-თქო.

კარ­გი ხა­სი­ა­თი და პო­ზი­ტი­ვი ან­გრევს მაგ ვირუსს თქო. რა­ვი­ციო ქვე­ყა­ნა რა­ღა­ცას მი­კე­თე­ბე­ნო, მასე გა­ვა­კე­თე­ბო მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და. შემ­დეგ სულ ვკი­თხუ­ლობ­დი მის ამ­ბავს, ნელ­ნე­ლა მძიმ­დე­ბო­და, აი ახლა ეს ცუდი ამ­ბა­ვი წა­ვი­კი­თხე. სა­სუ­ფე­ვე­ლი და­გიმ­კვიდ­როს უფალ­მა, კარ­გო ბიჭო, უც­ნო­ბო მე­გო­ბა­რო, ვუ­სამ­ძიმ­რებ მის ოჯახს და ჩვენს კუ­თხეს…"

გარდაცვლილს სავარაუდოდ მეუღლე და 1 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

წყარო - diggest


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა