ლარი მცირედით გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი მცირედით გამყარდა და მისმა ღირებულებამ 3.1181 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1179 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.02 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6582 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6532 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.5 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან, 25 სექტემბრიდან შევა ძალაში.