„ნებისმიერი სხვა კანდიდატურა ქოც-ბანდიდან იქნებოდა ასევე მიუღებელი, მაგრამ ახსნადი... დიპლომი მაინც ექნებოდათ“ - დავით ქაცარავა
სამოქალაქო აქტივისტი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ეხმაურება მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას და წერს:
„საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ 9 კლას დამთავრებულ, საშუალო დონის ფეხბურთელს, მორჩილ მონას გვინიშნავენ პრეზიდენტად.
ნებისმიერი სხვა კანდიდატურა ქოც-ბანდიდან იქნებოდა ასევე მიუღებელი, მაგრამ ახსნადი.
დიპლომი მაინც ექნებოდათ.
ამ ზებრის დანიშვნით კი ბიძინა დაგვცინის. გვაფარჩაკებს. გვამცირებს. პირდაპირ გვეუბნება, რომ აწი ყველაფერს გააკეთებს, რაც მოესურვება, რომ ეს ქვეყანა უკვე საბოლოოდ მისია და ჩვენ, საქართველოს უდიდესი უმრავლესობა, მისთვის მხოლოდ ბიო მასა ვართ, რომ ჩვენ არაფრად გვაგდებს და ამიერიდან საქართველო მისი რეზიდენციის უკანა ეზოა, ალბათ უფრო ბოსტანი.“