$14.2 მილიონის იმპორტი - საქართველოში მეორადი ტანსაცმლის მოხმარება იზრდება?!
საქართველოში მეორადი ტანსაცმლის მოხმარება იზრდება - 2021 წლის 8 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეორეული ტანსაცმლის იმპორტი თითქმის, 4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 14.2 მლნ აშშ დოლარის მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 10.9 მლნ აშშ დოლარის.
„ბიზნესპრენიუსის“ ინფორმაციით, ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალი, სადაც მოხდა 8 თვეში მეორეულ მოხმარების ტანსაცმელს ყიდვა, ასეთია:
თურქეთი - 4.6 მლნ აშშ დოლარი
აშშ - 1.9 მლნ აშშ დო9ლარი
გაერთიანებული სამეფო - 1.1 მლნ აშშ დოლარი
ესპანეთი - 1.1 მლნ აშშ დოლარი
ნიდერლანდი - 733.6 ათასი აშშ დოლარი
გერმანია - 699.6 ათასი აშშ დოლარი
პოლონეთი - 688.9 ათასი აშშ დოლარი
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 637.8 ათასი აშშ დოლარი
ბელგია - 615 ათასი აშშ დოლარი
იტალია - 379.5 ათასი აშშ დოლარი
გარდა ამისა, მეორეული ტანსაცმელი შემოდის შემდეგი ქვეყნებიდანაც: ტუნისი, უკრაინა, შვეიცარია, შვედეთი, სლოვაკეთი, რუსეთი, ფილიპინები, პაკისტანი, ავსტრია, ბანგლადეში, კანდა, საფრანგეთი და აშ.