ლარი მცირედით გამყარდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი მცირედით გაუფასურდა და მისმა ღირებულებამ 3.1172 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1181 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.09 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევროც, რომლის კურსი 3.6481 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6582 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.01 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან, 28 სექტემბრიდან შევა ძალაში.