"პოზიტიურ ტრაექტორიას ვუბრუნდებით" - ნათია თურნავა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე საუბრისას განუცხადა, რომ ეკონომიკის ზრდამ 12.2%-ია, 7%-ით მეტია, ვიდრე 2019 წლის იგივე პერიოდში, რაც მისივე თქმით, გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ შარშანდელი ჩავარდნა არა მხოლოდ სრულად განულებული იქნება, არამედ პოზიტიურ ტრაექტორიას უბრუნდება.
„აპრილიდან მოყოლებული ვხედავთ, ჩვენი ეკონომიკა რამდენად სწრაფი ტემპით ვითარდება და მისი აღდგენა მიმდინარეობს. ორნიშნა ზრდაა. ეს ტენდენცია გრძელდება. აგვისტოში 10.3%-იანი ზრდა გვქონდა. მთლიანად 8 თვე რომ შევაჯამოთ, 2020 წელთან შედარებით 12%-იანი ზრდაა. ჩვენ ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ წელიწადი ორნიშნა ზრდით დავასრულოთ - ეს არის სამუშაო ადგილები, იმ სიღარიბის დაძლევა, რაც პანდემიამ მოიტანა და ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარე, მეტი შემოსავლები საქართველოს მოსახლეობას. ძირითადი კონტრიბუტორი დარგები ტრადიციულად არის ჩვენი მომპოვებელი დარგები, სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი დარგები და მომსახურების სფერო - სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრია, მშენებლობა და ვაჭრობა - ეს არის ძირითადი გამწევი ძალა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.