"დარწმუნებული ვართ, რომ პირველივე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“ - ეკონომიკის მინისტრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხმის მისაცემად ვაკის საარჩევნო ოლქში მდებარე 48-ე ოლქში შვილთან ერთად მივიდა.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
„მე ხმა მივეცი საქართველოს ხვალინდელ დღეს, საქართველოს მომავალს, სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას. რასაკვირველია, დარწმუნებული ვართ, რომ პირველივე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ,“
ინფორმაციისთვის, 2 ოქტომბერს ამომრჩეველი 64 მუნიციპალიტეტის მერს და ამდენივე საკრებულოს ჯამში 2 068 წევრს აირჩევს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით.